2014-2015 სასწავლო წელი
I სემესტრი
27/X იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი
მიძღვნილი "დილა" - იაკობ გოგებაშვილის მოთ-
ხრობების განხილვა.
28/X თბილისობისადმი მიძღვნილი ექსკურსია ძველ
თბილისსა და ხალხური საკრავების მუზეუმში.
მოვაწყვეთ ექსკურსია ძველ თბილისსა და ხალხური საკრავების მუზეუმში.
მოვაწყვეთ ექსკურსია ძველ თბილისსა და ხალხური საკრავების მუზეუმში.
მიზანი:
1) თბილისის წარსულისა და ძველი უბნების გაცნობა;
2) ქართული ხალხური საკრავების გაცნობა.
ექსკურსიის შედეგი: ექსკურსია მოსწავლეთათვის ერთგვარი საილუსტრაციო რესურსია, აქ ნანახი და მოსმენილი მათ უკეთ დაამახსოვრდათ, რადგან რეალურ ვითარებაში დააკვირდნენ გარემოს. გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია,
ფეხით მოიარეს თბილისის ძველი უბნები, ის ადგილები, სადაც ლეგენდის
თანახმად ვახტანგ მეფე ნადირობდა და გოგირდიანი ცხელი წყლები აღმოაჩინა.
ბავშვებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
მუზეუმში წარმოდგენილმა ძველმა საკრავებმა:
პატეფონი, არღანი, დიპლიპიტო, ჩონგური, მუსიკალური ზარდახშა, სამლულიანი სალამური,
გარმონი, გუდასტვირი, დუდუკი, დოლი, ფონოგრამა, გრამაფონი და სხვა; აუდიო-ვიდეო ჩანაწერებმა; XX სის დასაწყისში გრამფირფიტაზე ჩაწერილმა ქართულმა ხალხურმა და აღმოსავლურმა სიმღერებმა.
12/X გამოცდილების გაზიარების მიზნით ურთიერთ-
დასწრება პარალელურ კლასებთან.
გამოცდილების გაზიარების მიზნით გაკვეთილზე მასწავლებელთა ურთიერთდასწრების
გამოცდილების გაზიარების მიზნით გაკვეთილზე მასწავლებელთა ურთიერთდასწრების
გეგმა:
12.12
. 2014
პედაგოგი: II კლასის მასწავლებელი ქეთი რჩეულიშვილი
გაკვეთილი: მათემატიკა
გაკვეთილის
თემა: ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვები
დასწრების მიზანი:
·
გამოცდილების
გაზიარება
·
ავიმაღლოთ
ჩვენი პედაგოგიური პრაქტიკა
·
გავიმდიდროთ ცოდნა სწავლების მეთოდების ეფექტიანად გამოყენებაში.
·
შევარჩიოთ ე.ს.გ-ზე მორგებული და შესაფერისი აქტივობები
შედეგი: გაკვეთილის მოსმენის შემდეგ, კოლეგებმა ერთად ვიმსჯელეთ გამოყენებულ აქტივობებზე. თუ რომელი აქტივობა დაეხმარება
მოსწავლეებს ახალი საკითხების უკეთ გაგებასა და გააზრებაში.
მომეწონა მრავალფეროვანი
აქტივობები, რომლითაც მოსაწავლეებმა ადვილად აითვისეს ახალი მასალა.
22/X ინტელექტუალური ვიქტორინა.
22. 12. 14 II4 კლასში ჩატარდა „ინტელექტუალური ვიქტორინა“
22. 12. 14 II4 კლასში ჩატარდა „ინტელექტუალური ვიქტორინა“
მიზანი:
ბავშვების გუნდური მუშაობა, ინფორმაციის სწრაფად დამუშავება, შეძენილი
ცოდნის განმტკიცება.
შედეგი:
ვიქტორინაში მონაწილეობდა სამი გუნდი: „მეგობრები“, „ღიმილი“ და „კომეტა“.
სამივე გუნდმა საუკეთესოდ წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები. საბოლოოდ გაიმარჯვა
ცოდნამ. ბავშვებმა ვიქტორინა გაალამაზეს საახალწლო ლექსებითა და სიმღერებით.
**************************************************************************************************************************
2013-214 სასწავლო წელი
დამრიგებლის მიერ კლასთან ჩატარებული ღონისძიებები:
I სემესტრი
16-20/IX მოსწავლეთა კონტინგენტის დადგენა და სასწავლო
ნივთებით უზრუნველყოფა.
27/IX საუბარი თემაზე : „ აფხაზეთი ჩვენი ტკივილია.“
11/X საუბარი რელიგიურ დღესასწაულზე : „მცხეთობა,
სვეტიცხოვლობა“.
4-8/XI შემოდგომის კუთხის მოწყობა.
11-15/XI ნახატების გამოფენა: „ოქროსფერი შემოდგომა.“
18-22/XI სახელმძღვანელოების შემოწმება.
22/XI საუბარი რელიგიურ დღესასწაულზე : “გიორგობა.“
9-13/XII ნახატების გამოფენა: „მხიარული ზამთარი.“
**********************************************************************************************************
16-20/IX მოსწავლეთა კონტინგენტის დადგენა და სასწავლო
16-20/IX მოსწავლეთა კონტინგენტის დადგენა და სასწავლო
ნივთებით უზრუნველყოფა.
კლასში სიით ირიცხება 30 მოსწავლე, მათ შორის ვაჟი-12, გოგონა-18. ყველა მათგანს გადაეცა სახელმძღვანელოები და "ბუკები". მშობლებთან გაფორმდა ხელშეკრულებები.
*********************************************************************************************
27/IX საუბარი თემაზე : „ აფხაზეთი ჩვენი ტკივილია.“
კლასში სიით ირიცხება 30 მოსწავლე, მათ შორის ვაჟი-12, გოგონა-18. ყველა მათგანს გადაეცა სახელმძღვანელოები და "ბუკები". მშობლებთან გაფორმდა ხელშეკრულებები.
*********************************************************************************************
27/IX საუბარი თემაზე : „ აფხაზეთი ჩვენი ტკივილია.“
მარადიული ტკივილი, რომელიც მარადიულ იმედს აჩენს
სოხუმის 1993 წლის ტრაგედიიდან 18 წელი გავიდა. 1993 წლის 27 სექტემბერს საქართველომ ტერიტორიული მთლიანობისთვის 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში მიმდინარე ომი წააგო. აფხაზი სეპარატისტების მხარეს რუსული იმპერია და მის მიერ დაქირავებული ჩრდილოეთ კავკასიელი “ბოევიკები” იბრძოდნენ. ომი, რომელმაც 15 ათასამდე ქართველის სიცოცხლე შეიწირა და 300 ათასი დევნილად აქცია, სამოქალაქო დაპირისპირების პარალელურად მიმდინარეობდა, რისი ნათელი მაგალითიც ჭუბერის ტრაგედია იყო. სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზეთიდან გამოხიზნული ქართველობა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა სამეგრელოს ტერიტორიაზე არ შეუშვეს. დევნილები იძულებულნი გახდნენ, აფხაზეთ-სვანეთის გზით წამოსულიყვნენ და ჭუბერი-საკენის უღელტეხილი გადმოევლოთ. ომს გადარჩენილმა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა სიცოცხლე უღელტეხილზე დაასრულა. სოხუმის დაცემიდან 2 დღის შემდეგ, 29 სექტემბერს ოჩამჩირე დაეცა, 30 სექტემბერს კი – გალი და ამით ბრძოლა აფხაზეთის შენარჩუნებისთვის დასრულდა. საქართველოს ერთ-ერთი ძირძველი მხარე რუსი ოკუპანტების და აფხაზი სეპარატისტების ხელში გადავიდა.
ამ ტრაგედიიდან 15 წელიწადში – რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ დე ფაქტოდ დაკარგული აფხაზეთის დე იურედ დაკარგვის პროცესი დაიწყო: თვითგამოცხადებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა რუსეთმა და მის მიერ “ნაყიდმა” ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ, რამდენიმე დღის წინ კი ტუვალუმ აღიარეს.
გუშინ “დამოუკიდებელმა აფხაზეთმა” “პრეზიდენტის” ინაუგურაცია იზეიმა, დღეს “სოხუმის გათავისუფლებას” ზეიმობს, ხოლო აფხაზეთიდან განდევნილი ქართველობა დაბრუნების მოლოდინში მე-18 წელია, პატივს მიაგებს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას და საერთაშორისო არენაზე საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობს.
ტკივილი მოუშუშებელია. მართლაც, ძნელია, დაივიწყო წუთები, როცა სიკვდილს გაურბიხარ და არ იცი, რა ეწევა ახლობელ-ნათესავებს. აცნობიერებ, რომ ომია, მაგრამ გიჭირს იმის დაჯერება, რომ ყველაფერი დასრულდა და მშობლიური სახლი განუსაზღვრელი დროით უნდა დატოვო. აფხაზეთის მიწას მონატრებული ხალხი დღემდე მოგონებებში ცხოვრობს.
მერაბ ნაყოფია (ოჩამჩირე): ჩვენმა ოჯახმა ოჩამჩირე 16 სექტემბერს დატოვა. მაშინ სოხუმი ჯერ კიდევ ცდილობდა, მტერს გამკლავებოდა. არავის სჯეროდა, რომ შედეგი ასეთი იქნებოდა, ამიტომ აფხაზეთის ტერიტორია არ დაგვიტოვებია და დროებით გალის რაიონის სოფელ ხუმუშქურში გადავედით ნათესავებთან. თუმცა იქ ყოფნა დიდხანს არ დაგვცალდა. სოხუმის დაცემის შემდეგ ცეცხლი უკვე გალის რაიონისკენ მოდიოდა. იქ დარჩენა შეუძლებელი იყო. 29-ში გადმოვედით და იმ დღიდან აფხაზეთის მიწაზე ფეხი არ დაგვიდგამს. ყოველი 27 სექტემბერი თავიდან ხსნის ძველ იარებს, თუმცა მოურჩენელი ტკივილი აძლიერებს იმედს, რომ აფხაზეთში აუცილებლად დავბრუნდებით. დღესაც ჩამესმის ყურში მათი “გამარჯვების” ყიჟინა…
სვეტა დგებუაძე (სოხუმი): 27-მდე არავის სჯეროდა, რომ სოხუმი დაეცემოდა, სანამ აფხაზებმა ფეიერვერკებით ზეიმი არ დაიწყეს. მახსოვს 27-ში დილით ბოლო თვითმფრინავის გაფრენა, რომელმაც შევარდნაძე გადმოიყვანა სოხუმიდან. მთელი წელი იმედით ვცხოვრობდით და არ ვტოვებდით იქაურობას. ღამე გემები გვბომბავდნენ, დღისით – თვითმფრინავები. შვილი და სიძე იქ დამეღუპა. სიკვდილს თვალებში ჩავხედე, როცა ჩვენი სახლი უნდა დაებომბათ. ალბათ, ბაზა ეგონათ შორიდან, მაგრამ როგორც კი ვერტმფრენი მოგვიახლოვდა, გეზი შეიცვალა. იმ პილოტის სახე ახლაც მახსოვს. 28-ში დილით დავტოვეთ იქაურობა და კოდორის გზით გადმოვედით. 13 დღე დაგვჭირდა. მცირეწლოვან შვილთან და შვილიშვილთან ერთად მოვდიოდი. შიმშილი, სიცივე… საშინელი იყო ის დღეები. იქ რაც ხდებოდა, სიტყვებით ვერ აღვწერ. გზაზე ხალხი იყინებოდა, ზოგიც შიმშილით კვდებოდა. სვანეთის მერე სამეგრელოშიც გაგვიჭირდა გადაადგილება, რაგდან იქაც ცალკე ფრონტი იყო გახსნილი. დიდი წვალებით რუსთავამდე ჩამოვაღწიეთ. მერე გერმანიაში ვცხოვრობდით 9 წელი, დევნილის სტატუსი გვქონდა. თუმცა ჩემმა შვილმა “ვარდების რევოლუციის” შემდეგ არ მოისურვა იქ დარჩენა და საქართველოში დავბრუნდით. აფხაზეთში დაბრუნების იმედი არასდროს დამიკარგავს, იქ ჩემი შვილის საფლავი მელოდება…
ლალი ესათია (გალი): სოხუმის დაცემის წელს მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი. სოხუმში ბიძაჩემის სახლში ვცხოვრობდი. სწავლა 15 სექტემბერს დაიწყო და როგორც კი სტუდენტები გაიწვიეს, მეც სოხუმში ჩავედი. თუმცა 25 სექტემბრისთვის ვითარება უკვე ძალიან დაიძაბა და თავისთვის უნდა გვეშველა. ბიძა, დეიდაშვილი და თოთო ბავშვი ჯერ საკენის გზას დავადექით, მაგრამ დაკეტილი იყო, ამიტომ ვცადეთ, ვერტმფრენში გვეშოვა ადგილი. ბაბუშერას აეროპოტრში 3 დღე და ღამე ვიმალებოდით, მერე კი ბედმა გაგვიღიმა: ჩვენ ვიყავით მგზავრები ბოლო ვერტმფრენისა, რომელმაც სოხუმი დატოვა. მას დაჭრილები და გარდაცვლილთა გვამები უნდა გადმოეყვანა, ჩვენ საბარგულში ვიჯექით…
ლია ხარზიანი (ახალდაბა): სოხუმი რომ დაეცა, ორი მცირეწლოვანი შვილი მყავდა: ერთი – ხუთი წლის, მეორე კი – თვეების. მეუღლე ომში დაიჭრა და ვერ გვეხმარებოდა. ოჯახი დავიფანტეთ. უფროსი შვილი ჩემმა დამ სვანეთში წაიყვანა, მე და 5 თვის ჟანა კი ბედის ანაბარა დავრჩით. რამდენიმე დღე მეზობლის სარდაფში ვიმალებოდით, მერე ჩემმა ძმამ მოგვაკითხა და რაღაც არხით ზღვის ნაპირისკენ გაგვიშვა. გზაზე ვიღაც უცნობი კაცი შემხვდა. ბავშვს წაგაყვანინებო, – შემომთავაზა, – მეც დახმარებაზე უარი არ ვუთხარი, მაგრამ მან შვილის წართმევა დამიპირა. არ მიბრუნებდა. ეს ყველაზე მძიმე წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცოდი, ქმარი და შვილი თუ მყავდა ცოცხალი, ვიღაც უცნობი კი მეორე შვილსაც მართმევდა. დიდი ხნის დავის შემდეგ შვილი წავართვი და ზღვის ნაპირამდე მივაღწიე, სადაც შემთხვევით შევხვდი მეუღლეს. იქედან გემით წამოვედით ოზურგეთამდე. რამდენიმე დღის შემდეგ კი ჩემმა მეუღლემ მეორე შვილს კოდორის ხეობაში მიაგნო. მას შემდეგ იქ არც ერთი ჩვენგანი არ ყოფილა…
თითოეული ადამიანი, რომელმაც აფხაზეთი დატოვა, განსხვავებულ ტკივილს ატარებს: ზოგმა შვილი დაკარგა, ზოგმა – მეუღლე, ზოგმა – ძმა, ზოგმაც – ყველა და ყველაფერი, მაგრამ არის საერთო, რომელიც ყველას აერთიანებს: აფხაზეთის დაკარგვით მიღებული ტრავმა და იმედი დაბრუნებისა.
ირინა არდაშელია
************************************************************************
11/X საუბარი რელიგიურ დღესასწაულზე : „მცხეთობა,
სვეტიცხოვლობა“.
სვეტიცხოველი |
მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, კვართისდღესასწაული — ქრისტიანული დღესასწაული საქართველოში.იმართება ქ. მცხეთის საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოველში, 14 ოქტომბერს (ახ. სტ.).დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა დასვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“. ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა დადედოფალნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.
სიდონია |
ისტორიულად ამ დღეს იმართებოდა დიდი წირვა და მრავალიმლოცველი მოდიოდა საკლავითა და უსისხლო შესაწირავით. წირვისშემდეგ მლოცველები ტაძრის გალავანში შლიდნენ სუფრას დაიმართებოდა პურობა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის(1991 წ.) შემდეგ მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურუქმე დღედ გამოცხადდა. ტრადიციულად ამ დღეს წირვას სრულიადსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს სვეტიცხოველში,ხოლო შემდეგ იმართება სახალხო სეირნობა მცხეთის ქუჩებში,საესტრადო და ხალხური შემოქმედების კონცერტები, გამოფენები,სპორტული შეჯიბრებები.
მირიან მეფე და დედოფალი ანა |
****************************************************************************************************
4-8/XI შემოდგომის კუთხის მოწყობა.
საკლასო ოთახში მოვაწყეთ შემოდგომის კუთხე. ბავშვებმა მოვიტანეს ხილი, ყვითელი ფოთლები და კალათებით გამოფინეს.
მოვაწყვეთ ნახატების გამოფენა: „ოქროსფერი შემოდგომა.“
************************************************************************
************************************************************************
საკლასო ოთახში მოვაწყეთ შემოდგომის კუთხე. ბავშვებმა მოვიტანეს ხილი, ყვითელი ფოთლები და კალათებით გამოფინეს.
მოვაწყვეთ ნახატების გამოფენა: „ოქროსფერი შემოდგომა.“
************************************************************************
18-22/XI სახელმძღვანელოების შემოწმება.
22/XI საუბარი რელიგიურ დღესასწაულზე : “გიორგობა.“
წმინდა გიორგი |
ყოველი ერი გასაკუთრებულ პატივს მიაგებს რომელიმე წმიდანს, ყოველ ერს ჰყავს თავისი განსაკუთრებული ზეციური მფარველი, რომელიც ლოცულობს ერისთვის და იფარავს განსაცდელთაგან.
წმიდა გიორგი არის საქართველოს განსაკუთრებული მფარველი. ისტორიიდან ცნობილია, რომ წმიდა გიორგი ხილულადაც იბრძოდა ქართველთა ლაშქარში.
საქართველოს ბევრ ევროპულ ქვეყანაში წმიდა გიორგის სახელის მიხედვით „გეორგიას“ ეძახიან, ჩვენთან ეკლესიების უმეტესი ნაწილი წმიდა გიორგის სახელზეა აგებული. „არა არიან ბორცვნი და მაღალნი გორაკნი, რომელსა ზედა არა იყოს შჱნნი ეკლესიანი წმიდისა გიორგისანი“, - წერს ვახუშტი ბატონიშვილი.
საქართველოს მეფეების, ბაგრატიონების გერბზე წმიდა გიორგი გამოსახულია, როგორც გველეშაპის შემმუსვრელი. წინათ დიდმოწამის ხატი ქართული ლაშქრის დროშებზე აბრეშუმით იყო ამოქარგული. ბრძოლის დროს რუსთავის ეპისკოპოსს დროშა ეჭირა, მღვდლებს კი - ხატები. არცთუ იშვიათად წმიდა გიორგის გამოსახულება მეომართა ფარებზე იყო ამოტვიფრული.
საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმიდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმიდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან და საქართველოში არსებული წმიდა გიორგის 365 ნაწილთან არის დაკავშირებული.
10(23) ნოემბერს აღინიშნება წმიდანის ბორბალზე წამების დღე, რომელიც, გადმოცემით, წმიდა ნინოს დაუდგენია დღესასწაულად. ცნობილია, რომ წმიდა ნინო ნათესავი იყო წმიდა გიორგისა, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას და თავის მოქცეულ ქვეყანასაც უანდერძა დიდმოწამის სიყვარული.
„მეფე უგუნური (დიოკლეტიანე) ესწრაფოდა სიკვდილსა შენსა“, - ვკითხულობთ წმიდა გიორგის დაუჯდომელ ლოცვაში, - „ჭირთა დამთმენელო გიორგი, და ვითარცა მგელსა მშიერსა, სწყუროდა სისხლი შენი, ამისთჳსცა ბრძანა ურმის თვალსა ზედა წამებაჲ და საშინელთა სატანჯველთა მიცემაჲ შენი, ხოლო შენ, უფლისა მიერ ყოველივეს დამთმენელი, სასოებით მტკიცედ ჴმობდი ღმერთსა, ალილუია“.
წმიდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისაგან დახსნისათვის.
ღმრთის განგებით ქართველი ერი უშუალო მფარველობისათვის ჩაბარდა წმიდა გიორგის, ამიტომაც წმიდა გიორგის დაუჯდომლის იკოსს დაემატა მუხლი: „გიხაროდენ უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისა და მფარველო ჩვენი ეკლესიისაო“.
„წმიდა გიორგი არის სიმბოლო გამარჯვებისა, საქართველოს ძლევამოსილი გამარჯვებისა. აი, ჩვენს წინაშე არის ორი პიროვნება - წმიდა გიორგი და იმპერატორი დიოკლეტიანე, სიმბოლო სიკეთისა და ბოროტებისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის ყოველთვის იყო და იქნება, ვიდრე დედამიწა იარსებებს. ამიტომ ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს, ერს, ქვეყანას ამ ბრძოლის დროს შეეწევა, ღვთის ძალა და მადლია. თქვენ გახსოვთ, წმიდა გიორგი სისხლით რომ იცლებოდა, მოესმა ხმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „ნუ გეშინინ, გიორგი, მე შენთანა ვარ“. დღეს ჩვენც გვესმის, სრულიად საქართველოს ესმის ეს ხმა უფლისა: „საქართველო, ნუ გეშინინ, მე შენთანა ვარ!“ ჩვენთან არს ღმერთი და ვერავითარი მტერი ვერ სძლევს საქართველოს, რადგან ჩვენი მფარველი არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა - განგებითა ღვთისათა პატრონი საქართველოსი, დიდი დიასახლისი ჩვენი ქვეყნისა. ჩვენი მფარველნი არიან წმიდა ნინო, წმიდა გიორგი, წმიდა ნიკოლოზი და მრავალი ის წმიდანი, მოწამე, ღირსი მამა, მღვდელმთავარი, რომელიც ადიდებდა ღმერთს და თავისი ცხოვრებით მოიხვეჭა მადლი უფლისა. და აი, ამ წმიდათა მოწამეთა და ღირსთა მამათა, მღვდელმთავართა და ყოველთა წმიდათა ლოცვით, ვერავითარი მტერი ვერ სძლევს საქართველოს.“
უწმიდესი და უნეტარესი,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
გიორგობა, 2002 წ.
კლასთან ჩასატარებელი ღონისძიებები II სემესტრი
26/II მოსწავლეთა ეროვნულ სასახლეში ბავშვებს ჩაუტარდათ შემეცნებითი ლექცია გაკვეთილი.
4/III ჩავატარეთ დედის დღისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო.
28/III სამეფო უბნის თეატრში დავესწარით სპექტაკლს "მეფე ლომი". მეორე დღეს განვიხილეთ სპექტაკლი, ვისაუბრეთ სპექტაკლის პერსონაჟებზე.
ლევან მიშელაძე
ნუცა ბეგაშვილი
დავით გოჩელაშვილი
ანა ოქროსცვარიძე
ელისაბედ ფანჯაკიძე
23-25/IV მოვაწყეთ ნახატების გამოფენა "თვალწარმტაცი გაზაფხული".
16/IV ვისაუბრეთ რელიგიურ დღესასწაულზე "აღდგომა".
30/IV ჩატარდა სასკოლო კონკურსი კალიგრაფიაში.
გამარჯვებული ბავშვები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
11/V ვიყავით ექსკურსიაზე მარშრუტით თბილისი– საგურამო–მცხეთა.
14/V მონაწილეობა მივიღეთ "მხიარული სტარტების" ფინალურ ტურში და მოვიპოვეთ მეორე ადგილი. კლასი დაჯილდოვდა სიგელით.
16/V დედაენის ძეგლთან ჩავატერეთ ღონისძიება "ანბანის ზეიმი".
Комментариев нет:
Отправить комментарий